უძრავი ქონების სააგენტო Re/max Capital-ის შესახებ
“RE/MAX CAPITAL” არის უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ბრენდის RE/MAX-ის ფრანჩაიზ ოფისი საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მრავალი წელია მოღვაწეობს.
როგორც უძრავი ქონების გამოცდილი სააგენტო, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურებას ვთავაზობთ და საუკეთესო ხარისხის უძრავი ქონების შეძენასა და გაყიდვაში ვეხმარებით.
თუ გსურთ RE/MAX-ის მომსახურებას უკეთ გაეცნოთ, იხილეთ ჩვენი საბროკერო კომპანია.
მისია
ჩვენი მისიაა გავითავისოთ მომხმარებლის ამოცანები, მიზნები და დავეხმაროთ მათ განხორციელებაში.
ჩვენი მიზანი მომხმარებლის საოცნებო გეგმის განხორცილებაა.
ჩვენი მისიაა შევქმნათ ის სამუშაო გარემო, რომელიც მსგავსი ღირებულებების მქონე ყველა პროფესიონალს მისცემს შესაძლებლობას იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტით, მიიღოს განათლება, განვითარდეს, იყოს წარმატებული და შეუქმნას საუკეთესო საბროკერო გამოცდილება მომხმარებელს.
ღირსება და პატივისცემა, კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, ცოდნა და პროფესიონალიზმი – RE/MAX-ის ბრენდის ნიშანია.
მომხმარებლისთვის, პარტნიორებისთვის, ერთმანეთისთვის სარგებლობის მოტანა არის ის, რაც აყალიბებს ხელშესახებ ღირებულებას.
უძრავი ქონების სააგენტო "რე/მაქს კაპიტალის" ღირებულებები
როგორც უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის წამყვანი ბრენდის RE/MAX-ის ფრანჩაიზ კომპანია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებაში. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებით, ტექნოლოგიურ-ინოვაციური შესაძლებლობების გამოყენებითა და სიახლეების დანერგვით, ვცდილობთ, მომხმარებელს გამორჩეული გამოცდილება შევუქმნათ. ამასთანავე, გავხადოთ ჩვენი პროფესია საიმიჯო, დავნერგოთ ეთიკისა და ურთიერთთანამშრომლობის სტანდარტი, გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ქსელში გაერთიანებულ 100-ზე მეტ ქვეყანას და დავუმკვიდროთ საქართველოს ღირსეული ადგილი უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე.
მომხმარებლის ინტერესების დაცვა – მომხმარებელზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა “რე/მაქსის” უმთავრესი პრიორიტეტია. ყურადღებით ვეკიდებით თითოეული კლიენტის საჭიროებებს და მათ საუკეთესო ხარისხის მომსახურებას ვაწვდით.
პროფესიონალიზმი – ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან.
კეთილსინდისიერება – ჩვენთვის ისეთი ეთიკური პრინციპების დაცვა, როგორებიცაა გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა მხარის მიმართ უმნიშვნელოვანესია. “რე/მაქსის” რეპუტაცია მის პატიოსნებასა და სანდოობას ეფუძნება.
ინოვაციურობა – “რე/მაქს კაპიტალი”, როგორც ერთ-ერთი ლიცენზირებული უძრავი ქონების სააგენტო, მუდმივად ეძებს სერვისის გაუმჯობესებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზებს. ჩვენ მზად ვართ ახალ გამოწვევებთან შეჭიდებისთვის, რაც, თავის მხრივ, იმაში გვეხმარება, რომ ექსპერტიზა და მიდგომები მუდმივად განვავითაროთ.
სოციალური პასუხისმგებლობა – ჩვენი ფირმა საზოგადოების წინაშე თავის როლს კარგად აცნობიერებს და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს ბაზრის განვითარებაში. ამისთვის კი აქტიურად ვერთვებით გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებსა და სოციალურ ინიციატივებში.
კონკრეტულად რას მოიცავს ჩვენი მომსახურება?
RE/MAX-ის მომსახურება უძრავი ქონების შეძენისა და გაყიდვის პროცესში პროფესიონალურ დახმარებას მოიცავს.
ჩვენი გამოცდილი ბროკერები მუდმივად აანალიზებენ ბაზარს, აქტიურად იძიებენ მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის შეთავაზებებს და ეხმარებიან მას მოლაპარაკების პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
უძრავი ქონების სააგენტო თავის მომხმარებლებს, ძირითადად, საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება. “რე/მაქსის” სერვისის დახმარებით საოფისე ფართები შეგეძლებათ მოსახერხებელი პირობებით შეიძინოთ.
ჩვენ მაღალი რეპუტუაციის მქონე დეველოპერულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და ექსკლუზიური წვდომა გვაქვს მრავალ საინტერესო პროექტზე. შესაბამისად, “რე/მაქს კაპიტალის” მომხმარებლები ყოველთვის პირველები იგებენ საუკეთესო შეთავაზებების შესახებ.
კომპანიის საბროკერო საქმიანობა უძრავი ქონების სრულ სპექტრს მოიცავს – საცხოვრებელ სივრცეებსა და კომერციულ ფართებს. ჩვენი ბროკერული კომპანია მაღალი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე დეველოპერებთან თანამშრომლობს და ექსკლუზიური წვდომა აქვს მრავალ საინტერესო პროექტზე.
შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის პირველები იგებენ საუკეთესო შეთავაზებების შესახებ. ეს არის უპირატესობა, რომლითაც ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო გამოირჩევა. “RE/MAX-ის” ბროკერული კომპანია საშუალებას გაძლევთ ბინების ყიდვა გაყიდვა მარტივად შეძლოთ და ეს სტრესული პროცესი მაქსიმალურად შეიმსუბუქოთ.
“რე/მაქსი” და სხვა უძრავი ქონების სააგენტოები საქართველოში - რა გამოარჩევს ჩვენს სერვისს?
Re/max-ის სერვისის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა კლიენტის საჭიროებების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა. ვუსმენთ მომხმარებლის საჭიროებებს, ვსწავლობთ მის პრიორიტეტებს და ამის საფუძველზე ოპტიმალურ ვარიანტებს გთავაზობთ.
ჩვენთან თანამშრომლობით არამხოლოდ კომპეტენტურ კონსულტაციას, არამედ თანადგომასა და მხარდაჭერას იღებთ მოლაპარაკების წარმოების ყველა ეტაპზე. სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენი უძრავი ქონების ფირმა თბილისში სხვებისგან – თითოეულ კლიენტს პერსონალიზებულ მომსახურებას ვთავაზობთ.
“RE/MAX-ის” უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს იცავს, რაც გამჭვირვალე მუშაობაში გვეხმარება და კლიენტების კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ჩვენი რეპუტაცია და გამოცდილება თქვენი წარმატების გარანტიაა.
თუ საიმედო პარტნიორს ეძებთ უძრავი ქონების სფეროში, ჩვენი უძრავი ქონების სააგენტო თქვენს განკარგულებაშია. ჩვენ საუკეთესო საბროკერო სერვისს გთავაზობთ უძრავი ქონების შესყიდვისა და გაყიდვის პროცესში. ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ ბინების სია იხილოთ, რომელიც შეგეძლებათ ჩვენი დახმარებით შეიძინოთ.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო მომსახურება ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების დახმარებით!