თქვენი სანდო პარტნიორი უძრავი ქონების ბაზარზე!
უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო - Re/max Capital
RE/MAX -ის წამყვანი უძრავი ქონების სააგენტო საქართველოში თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ სერვისებს გთავაზობთ.
გადადგი პირველი ნაბიჯი ოცნებისკენ
არავინ ყიდის მსოფლიოში RE/MAX-ზე მეტ უძრავ ქონებას
RE/MAX Capital-ის პროფესიონალი გუნდი საბროკერო მომსახურების სრულ სერვისს მოგაწვდით.
საბროკერო კომპანიის სერვისები
ბინების ყიდვა-გაყიდვა რთული და სტრესული პროცესია, რომელთან გამკლავებაც ხშირად პროფესიონალის დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია.
ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საიმედო და გამოცდილი პარტნიორის ყოლა აუცილებელია, რომელიც უძრავი ქონების შეძენისას თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატივებს შემოგთავაზებთ, ქონების გაყიდვის შემთხვევაში კი ახალი მფლობელის პოვნაში დაგეხმარებათ.
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია “RE/MAX CAPITAL-თან” თანამშრომლობა რთულ და სტრესულ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ჩვენი აგენტები პროცესს ეფექტურად წარმართავენ. აგენტებთან დასაკავშირებლად იხილეთ უძრავი ქონების ბროკერების საკონტაქტო ინფორმაცია.

ბინების ყიდვა-გაყიდვა
დაგემხარებით როგორც ბინის შეძენის, ასევე გაყიდვის პროცესში

საინვესტიციო ქონება
რე/მაქსი იზრუნებს დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარზე, გაგიზიაროთ გამოცდილება და გაგიმარტვიოთ ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.

ბინები ქირით
მათთვის ვისაც საცხოვრებელი სივრცის დაქირავება სურს, რე/მაქსის ბროკერები უძრავი ქონების მოცულობით ბაზას სთავაზობენ. შედეგად, მარტივად შეარჩევთ სასურველს.

მიწის ნაკვეთები
მიწის შეძენისას უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ამაზეც ჩვენი პროფესიონალი ბროკერები იზრუნებენ.

კომერციული ფართები
ჩვენი გუნდი შეგირჩევთ ბიუჯეტისა და გემოვნების მიხედვით შეგირჩევთ საჭიროებებზე მორგებულ საოფისე ფართს თქვენი ბიზნესისთვის.

დასრულებული ბინები
თუ კომფორტულ საცხოვრებელს ეძებთ და მალე გადასვლას გეგმავთ, თქვენთვის უკვე დასრულებული ბინების დიდი სია გვაქვს.
დაგეხმარებით სასიამოვნო ბიზნეს გარემოს მოწყობაში
კომერციული ფართების შეძენა ჩვენთან ერთად
კომერციული ფართი ბიზნეს საქმიანობის უმთავრესი ნაწილია. მსგავსი ტიპის სივრცეების წარმატებაზე კი განსაკუთრებულ გავლენას ადგილმდებარეობა ახდენს. სწორად შერჩეული ლოკაცია მეტ მომხმარებელსა და ბიზნესპარტნიორს იზიდავს.
ამასთან ერთად, კომერციული ფართები დაგეგმარების სპეციფიკითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ბინებისგან. ოფისებში მეტად პრიორიტეტულია სამუშაო ზონები, სათათბირო ოთახები და სხვა ტიპის დამხმარე ინფრასტრუქტურა.
ჩვენი სპეციალისტების დახმარებით, ბინების ყიდვა-გაყიდვა და კომერციული ფართების შეძენა ნაკლებად დამღლელი გახდება თქვენთვის.
- პროფესიონალი ბროკერები
- სწრაფი და ზუსტი მომსახურება
- უძრავი ქონების ფართო ქსელი
- კონსულტაცია
შეიძინეთ საინვესტიციო ქონება
შეძენის პროცესი
საინვესტიციო ქონების შეძენის პროცესი სივრცის საცხოვრებელი მიზნით ყიდვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანი ხდება ქონების ისეთ ადგილას შეძენა, რომელიც ბინის შეძენის ან ქირაობის მსურველებში პოპულარულია.
მზარდი ROI
საინვესტიციო ქონება დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რადგან უძრავი ქონების ფასი მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად მატულობს. მისი გაყიდვა ან გაქირავება კი დიდ ფინანსურ სარგებელთანაა დაკავშირებული.
როგორ შევიძინოთ
იმისთვის, რომ საინვესტიციო ქონება “რე/მაქსში” მარტივად შეიძინოთ, დაუკავშირდით ჩვენს ბროკერებს, რომლებიც ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებენ.
დასრულებული პროექტები - თეთრი და მწვანე კარკასები
მწვანე კარკასი თეთრისაგან განსხვავებით, ბინის დასრულებულ კონდიციას გულისხმობს. მწვანე კარკასის მშენებლობისას ენერგოეფექტური მასალები გამოიყენება, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.
ამასთან ერთად, მწვანე კარკასი კოსმეტიკურ რემონტთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს.
თეთრი კარკასი კი მობინადრეს სახლის დიზაინზე მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს. ასეთ დროს კოსმეტიკური რემონტის პასუხისმგებლობა ბინის შეძენის მსურველს ეკისრება.
დაგეხმარებათ ბინები არამხოლოდ საუკეთესო ლოკაციაზე, არამედ სასურველი კონდიციითაც შეიძინოთ.
რატომ უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანია RE/MAX CAPITAL?
კომპანიის გამოცდილება და რეპუტაცია
გაარკვიეთ ბაზარზე მუშაობის რამდენწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიას. მოიძიეთ ინფორმაცია მათი საქმიანობის ეფექტურობასა და სანდოობაზე. ასევე ნახეთ შეფასებები წინა დამკვეთებისგან.
პროფესიონალიზმი
გაესაუბრეთ სააგენტოს წარმომადგენლებს და შეაფასეთ როგორც მათი კომპეტენცია, ისე კომუნიკაციის უნარები. გაარკვიეთ აქვთ თუ არა მათ შესაბამისი სერტიფიკატები და ლიცენზიები.
სპეციალიზაცია
მრავალი უძრავი ქონების სააგენტო მხოლოდ კომერციული ფართების გაყიდვა-გაქირავებაზეა სპეციალიზებული, ამიტომ, თუ ბინების ყიდვა-გაყიდვა გსურთ, დარწმუნდით, რომ კომპანია, რომელსაც შეარჩევთ სწორედ ამ მიმართულებით იქნება კომპეტენტური.
წვდომა ბაზარზე
სააგენტოს უნდა ჰქონდეს ფართო ბაზა და კავშირები ბაზარზე. ისინი ეფექტურად უნდა ახერხებდნენ ახალი ობიექტების მოძიებასა და გარიგებების ორგანიზებას.
ფასები
გაიგეთ სააგენტოს მომსახურების ფასები და შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებები ერთმანეთს. ასევე შეაფასეთ ანაზღაურების მეთოდიც.
მომსახურების ხარისხი
“რე/მაქსი” მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს და ბინების ყიდვა-გაყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
ჩვენი მიზანია ახალი მიდგომების დანერგვა და ამით ბაზრის განვითარებაში წვლილის შეტანა.
გაიცანით ჩვენი გუნდი
RE/MAX Capital-ის პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მზადაა თქვენზე მორგებული გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ. გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები და გაგვიზიარეთ თქვენი გამოწვევები.
კონტაქტი
მოგვწერეთ თქვენი საჭიროებების შესახებ 👇
ხშირად დასმული კითხვები
პირველ რიგში, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოთხოვნები – სასურველი ადგილმდებარეობა, უძრავი ქონების ფართობი, ფასი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენი აგენტი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტებს შეარჩევს. ბოლოს კი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის მონახულებისა და შეფასების საკითხებს უაზრუნველყოფს.
მას შემდეგ, რაც სასურველ უძრავ ქონებას შეარჩევთ, ჩვენი იურისტები ყველა საჭირო დოკუმენტაციას მოამზადებენ. ამასთანავე, საკუთრების მიღების უფლებამდე უსაფრთხო პროცესსაც უზრუნველყოფენ.
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია რამდენიმე გზით:
- ტელეფონით – დარეკეთ ჩვენს საკონტაქტო ნომერზე და ჩვენი ოპერატორი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მომსახურების შესახებ. ტელ: +995 32 222 24 24
- ელ-ფოსტით – მოგვწერეთ თქვენი მოთხოვნა ჩვენს ოფიციალურ საფოსტო მისამართზე და უმოკლეს დროში მიიღებთ პასუხს: capital@remax-georgia.ge
- ონლაინ განაცხადის მეშვეობით – შეავსეთ სპეციალური საკონტაქტ ფორმა ვებსაიტზე და ჩვენი წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ.
- ოფისში ვიზიტით – მობრძანდით ოფისში სამუშაო საათებში და ადგილზე მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია.