კომერციული და საოფისე ფართები

კომერციული და საოფისე ფართები ბიზნეს საქმიანობის წარმატების ქვაკუთხედს წარმოადგენს. კომერციული ფართები მაშინ მოქმედებს განსაკუთრებით ეფექტურად, როცა მისი ადგილმდებარეობა სწორადაა შერჩეული. ასეთ დროს შესაძლებელი ხდება მეტი მომხმარებლისა და პარტნიორის მოზიდვა. 

როგორც საოფისე ფართების, ისე ბინების ყიდვა-გაყიდვა “RE/MAX CAPITAL-თან” ერთად მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. ეს კი, თავის მხრივ, თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

საოფისე ფართები

საოფისე და კომერციული ფართები - რით განსხვავდება ისინი საცხოვრებელი ბინებისგან?

კომერციული ფართები და საცხოვრებელი ბინები, თავისი არსით, განსხვავებული დანიშნულების უძრავი ქონებაა. ოფისები სამუშაო პროცესისთვის, შეხვედრებისა და საქმიანი აქტივობებისთვისაა შექმნილი, მაშინ, როცა ბინა საცხოვრებელი სივრცეა და, უპირველესად, დასვენების ფუნქციას ასრულებს.

ამ განსხვავებული დანიშნულებიდან გამომდინარე, კომერციული და საოფისე ფართები დაგეგმარების სხვანაირი სპეციფიკით ხასიათდება. ოფისებში პრიორიტეტი ღია სივრცეებს, სამუშაო ზონებს, სათათბირო ოთახებსა და ისეთ დამხმარე ინფრასტრუქტურას ენიჭება, როგორიცაა სივრცული და კომფორტული სველი წერტილები. 

ბინებში კი მთავარია საძინებლების, სამზარეულოს, აბაზანისა და მისაღების ფუნქციური განლაგება.

მნიშვნელოვანი სხვაობაა ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისითაც. კომერციული და საოფისე ფართები, ძირითადად, ბიზნესის იმიჯის შესაბამისად, თანამედროვე და მინიმალისტური სტილით ფორმირდება. ბინის ინტერიერი კი მეტად ასახავს მისი მფლობელის ინდივიდუალურ გემოვნებას და შეიძლება იყოს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური.

საოფისე ფართები ბინებისგან შენობის ტიპითა და  ინფრასტრუქტურითაც განსხვავდება. ბიზნეს ცენტრებში ხშირად მიღება-რეგისტრატურის სივრცეები, მრავალფუნქციური ლიფტები და მასშტაბური ავტოსადგომი ფუნქციონირებს. საცხოვრებელ კორპუსებში კი, როგორც წესი, ეს ასპექტები უფრო მოკრძალებულია.

ამრიგად, საოფისე ფართები და ბინები ერთმანეთისგან როგორც თავისი ფუნქციით, ისე არქიტექტურული გადაწყვეტებით განსხვავდება, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული უძრავი ქონების შერჩევის პროცესში. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვაში კი “RE/MAX CAPITAL” – უძრავი ქონების სააგენტო დაგეხმარებათ.

საოფისე ფართები, რომლებიც თქვენს საჭიროებებს პასუხობს

მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, რაც კომფორტულ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს და თანამშრომელთა პროდუქტიულობას უწყობს ხელს: 

ადგილმდებარეობა და ხელმისაწვდომობა – სასურველია კომერციული და საოფისე ფართები მარტივად მისადგომ ადგილას მდებარეობდეს – ქალაქის ცენტრში ან ბიზნეს უბანში. მათ მარტივად უნდა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირებისთვის საკმარისი ადგილი ჰქონდეს. ამასთან ერთად, სასურველია, ოფისთან ახლოს კვების ობიექტები და დასასვენებელი სივრცეები მდებარეობდეს. 

ფართობი და დაგეგმარება – უპირველეს ყოვლისა, სივრცემ თანამშრომლების განსაზღვრული რაოდენობა უნდა დაიტიოს და მათი კომფორტული სამუშაო პროცესი განაპირობოს. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს ორგანიზაციის პოტენციური გაფართოების საკითხი – კომერციული ფართი ახალი თანამშრომლების მიღების შესაძლებლობასაც უნდა იძლეოდეს. 

განათება და ვენტილაცია – კომფორტული და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათების ოპტიმალური დონე. ამასთანავე, სივრცე მარტივად უნდა ნიავდებოდეს და ჰაერის ცირკულაციას ხელს არაფერი უშლიდეს. 

აკუსტიკა და ხმის იზოლაცია – ოფისი დაცული უნდა იყოს ხმაურისგან, რათა სამუშაო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. 

უსაფრთხოება – შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვისა და უსაფრთხოების ისეთი სისტემებით, როგორებიცაა შესასვლელის კონტროლი, ვიდეომეთვალყურეობის კამერები და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. 

“რე/მაქს კაპიტალის” ვებსაიტზე კომერციული ფართები და ბინები ერთ გვერდზეა თავმოყრილი, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი სივრცე მარტივად მოიძიოთ. 

კომერციული ფართი თბილისში

თბილისში კომერციული და საოფისე ფართების შეძენასა და ქირაობას რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს.

უპირველეს ყოვლისა, არჩევანის გაკეთებისას ფართის მდებარეობაა გადამწყვეტი. ქალაქის ცენტრალურ უბნებში – რუსთაველის გამზირზე, ვაკეში და საბურთალოზე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებია თავმოყრილი, რაც შედარებით მაღალ ფასებს განაპირობებს. 

ალტერნატივას წარმოადგენს დიღმისა და ლისის ტერიტორიები, სადაც აქტიურად შენდება ახალი საოფისე შენობები. გარდა ლოკაციისა, მნიშვნელოვანია შენობის ტიპიც – თბილისში როგორც ახალ, ისე რეკონსტრუირებულ ისტორიულ შენობებშია შესაძლებელი ოფისის შეძენა. ახალი ბიზნეს ცენტრები უკეთესი ინფრასტრუქტურითა და კომუნიკაციებით გამოირჩევა, თუმცა ძველ შენობებსაც აქვს თავისი ხიბლი. 

ერთ-ერთი გამოწვევაა პარკირების საკითხი – ქალაქის ცენტრში ხშირად არ არის საკმარისი ადგილი ავტომობილებისთვის. ამასთან, საოფისე ფართის არჩევისას აუცილებელია ისეთი ინფრასტრუქტურული საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა ინტერნეტის სიჩქარე, ელექტრომომარაგების უწყვეტობა და გათბობა-გაგრილების ეფექტურობა. ზოგიერთი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ფართის საკუთარი საჭიროებების მიხედვით მოწყობა. თბილისის საოფისე ბაზარი ამის საშუალებას კი ნამდვილად იძლევა. 

რატომ RE/MAX CAPITAL?

კომერციული და საოფისე ფართის ძიება ხშირად რთული და დროში გაწელილი პროცესია.  განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარისი დრო და გამოცდილება არ აქვს უძრავი ქონების მაძიებელს. სწორედ ამ დროს ხდება საჭირო უძრავი ქონების სააგენტოს მომსახურება. მსგავსი ტიპის სერვისს რამდენიმე სარგებელი აქვს: 

დროისა და ძალისხმევის დაზოგვა სააგენტო თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ვარიანტებს მოიძიებს, ეს კი მნიშვნელოვანი დროისა და ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ. 

ბაზრის ცოდნა – სააგენტოებს ბაზარზე არსებული ფასებისა და ტენდენციების შესახებ დიდი ინფორმაცია აქვთ. ეს ცოდნა კი საოფისე სივრცის მაძიებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. 

მოლაპარაკების უნარები – გამოცდილ აგენტებს თქვენი ინტერესების დაცვა და უკეთესი პირობების მოპოვება შეუძლიათ მოლაპარაკებების გზით. 

კონტაქტები – სააგენტოებს დეველოპერებთან და მესაკუთრეებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც სასურველი ვარიანტის პოვნის შანსს ზრდის. ზოგჯერ მათ ისეთ შეთავაზებებზეც აქვთ წვდომა, რომლებიც საჯარო განცხადების გზით არაა წარმოდგენილი. 

იურიდიული და ტექნიკური დახმარება – სააგენტო ხელშეკრულების მომზადებაში, ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

დეტალებზე ყურადღება – აგენტი შენობის მდგომარეობას, ინფრასტრუქტურას და სხვა საჭირო დეტალებს ამოწმებს, რათა თქვენი მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება უზრუნველყოს. 

ამის გათვალისწინებით, სააგენტოს აყვანა ამ კომპლექსური და დამღლელი პროცესი ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ. 

მოიძიეთ საოფისე ფართი “რე/მაქს კაპიტალის” დახმარებით

თუ გსურთ ფართი ოფისისთვის მარტივად და სწრაფად მოიძიოთ, ამაში “რე/მაქს კაპიტალი” დაგეხმარებათ. ჩვენი მაღალკვალიფიციური ბროკერები პროფესიონალური მიდგომებით თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ საოფისე სივრცეს შემოგთავაზებენ.